Thursday, June 22, 2017

მეცხრე დღე
დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ  საქაღალდეებს და შევიტანეთ შესწორება.
მოვუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციას. ავტვირთეთ დოკუმენტაცია  google drive-ზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
დიდი მადლობა მაიკოს!

პროექტი

ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია

Sunday, June 18, 2017

ტრენინგის მერვე დღე
დღეს ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, სასწავლო გეგმაში შევიტანეთ თუ რა ტიპის  ინფორმაცია უნდა იყოს მიცემული სსსმ მოსწავლისათვის, არაქართულენოვანი მოსწავლისათვის და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის.
ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე და  შევქმენით გაზეთის შაბლონი.

Saturday, June 17, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს შევადგინეთ იგი. კიდევ ერთხელ მოვახდინეთ შესწორება პროცედურებში  და მათი კორექტირება.

Sunday, June 11, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს ვიყავით მოსწავლეების როლში და შევქმენით ელექტრონული გაზეთი. დავიცავით საავტორო უფლებები. გამოვიყენეთ აქტივობა ,დაწყვილდი, დაფიქრდი გაუზიარე. ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები და მივეცით რჩევები, რასაც აუცილებლად  გავითვალისწინებ.

Saturday, June 10, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე 
დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, პრეზენტაციაზე და ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. 

Saturday, May 27, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე
პროექტის გეგმის შაბლონში ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები კონკრეტულად:ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.ვიმუშავეთ  შეფასების დროის ჩარჩოზე თუ რა მეთოდები და ინსტრუმენტები  უნდა იყოს გამოყენებული პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასრულების შემდეგ.
😍😍😍 

Friday, May 26, 2017

ტრენინგის მესამე დღე
დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. მოვარგეთ ეროვნული სასწავლო გეგმის  სტანდარტი ჩვენს თემას, ავარჩიეთ  21-ე საუკუნის უნარები, რომელ უნარებზეც უნდა გავიყვანოთ ჩვენი მოსწავლეები და გავწერეთ მიზნები.

Friday, May 12, 2017

ტრენინგის  მეორე დღე
დღეს შევისწავლეთ ბუკლეტის შექმნა, გვერდებად დაყოფა და გაფორმება.გავიარეთ ბლოგზე რეგისტრაცია და დავწერეთ რეფლექსია. ძალიან საინტერესო დღე იყო. დიდი მადლობა მაიკოს 😍